დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.149.016130 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
47
21/12/2012
ვებგვერდი, 26/12/2012
010260020.35.149.016130
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2012 - 12/03/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად). |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური |
1.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. |
2.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. |
3.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; |
ბ)
დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; |
გ)
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; |
დ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას; |
ე)
მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; |
ვ)
მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; |
ზ)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; |
თ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
01/08/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
38 -
ვებგვერდი, 06/08/2014
1.
12/03/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
10 -
ვებგვერდი, 17/03/2014
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 01/08/2014
გამოქ. თარიღი : 06/08/2014
დოკუმენტის ნომერი : 38
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1
მიღების თარიღი : 12/03/2014
გამოქ. თარიღი : 17/03/2014
დოკუმენტის ნომერი : 10
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები