კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
21/12/2012
ვებგვერდი, 26/12/2012
010260020.35.149.016129
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2012 - 01/08/2014)

 

                                                                                                              

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №46

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

            „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება

მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური
1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.