სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალ“-ისათვის სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალ“-ისათვის სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/12/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1150
03/12/2012
ვებგვერდი, 21/12/2012
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალ“-ისათვის სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1150

2012 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალისათვის სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის , ამავე კანონის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალს გაუუქმდეს სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია (N004/1) და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (N006/2) და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 13 ოქტომბრის 22 ბრძანება.        

2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.

 

ვიცე -პრეზიდენტი                                                                ო. ნადარაია