„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/06/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.000.000.05.001.000.919
  • Word
884
23/05/2001
სსმ, 14, 05/06/2001
320.000.000.05.001.000.919
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „განაწილება“ შეიცვალოს სიტყვით „მინიჭება”.

2. VIII თავის სათაურში სიტყვები „განაწილებისა და გამოყენების“ შეიცვალოს სიტყვებით „დანაწილებისა და მინიჭების“.

3. 48-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა „განაწილება“ შეიცვალოს სიტყვებით „დანაწილება და მინიჭება“;

ბ) პირველ პუნქტში სიტყვები „განაწილებისა და გამოყენების“ შეიცვალოს სიტყვებით „დანაწილებისა და მინიჭების“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) პირველ წინადადებაში სიტყვა „განაწილებას“ შეიცვალოს სიტყვით „მინიჭებას“;

გ.ბ) მეორე წინადადებაში სიტყვა „გამოყენებისათვის“ შეიცვალოს სიტყვით „მინიჭებისათვის“;

გ.გ) მესამე წინადადებაში სიტყვა „განაწილება“ შეიცვალოს სიტყვებით „დანაწილება და მინიჭება“;

დ) მე-3 პუნქტში სიტყვა „გამოყოფილი“ შეიცვალოს სიტყვით „მინიჭებული“.

4. 55-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა 2001 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებამდეც კომისიამ არ გასცეს ლიცენზიები ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებასა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებისა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელს, რომელმაც გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და რომლის ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა ან გაუვა 2001 წლის 31 დეკემბრამდე, გაუგრძელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2001 წლის 31 დეკემბრამდე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიამ 2001 წლის 1 ივლისამდე მიიღოს ნორმატიული აქტი „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. კომისიამ 2001 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს ნორმატიული აქტი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების შესახებ“. იგი უნდა ითვალისწინებდეს უნივერსალური მომსახურების მოდელებისა და პროგრამების უზრუნველყოფისა და რეგულირების საკითხებს, რომლებიც მითითებულ უნდა იყოს კონკრეტული ლიცენზიების პირობებში.

10. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ოპერატორს, რომელიც ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას, მიეცეს უფლება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე კომისიაში გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია 2001 წლის 1 ივლისამდე. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზია უქმდება.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 23 მაისი.

№884-IIს