„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.132.016148
58
19/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
370060000.35.132.016148
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №58

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011) შევიდეს  შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

   თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია ჯავახიშვილის, პუშკინის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა.“;

ბ)   დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.“.

მუხლი 2
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეჯუმბერ კახიძე