დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 19/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016147 |
|
„თვითმმართველი ქალაქის –ბათუმის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“, №40, 12.04.2008წ. გვ.11-12) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ქალაქ ბათუმის მერისა და მერის კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება, ასევე ქალაქ ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მინიჭებული (დაკისრებული) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“; |
ბ)
დებულებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ მუხლი.
„მუხლი 21 1. ტერიტორიულ ორგანოებს გარდა მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა შეიძლება მიენიჭოს თვითმმართველ ქ. ბათუმის კომპეტენციამიკუთვნებულ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე (გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; ადგილობრივი საქალაქო რეგურარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე; საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა; დასუფთავების წესების დარღვევა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონ-ტ სამუშაოების წარმოებისას; საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, ძაღლებისა და კატების ყოლის წესების დარღვევა) უფლებამოსილ სამსახურებთან ერთად კონტროლის და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლის უფლებამოსილება. 2. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ტერიტორიული ორგანოებისათვის მინიჭება ხორციელდება თვითმმარეთველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები