„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №1-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.132.016146
56
19/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
010260030.35.132.016146
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №1-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 
თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №56

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ.ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №1-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №1-3 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №20, 21.02.2008, გვ. 13)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებულ დებულებას მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52 და 53 მუხლები:

„მუხლი 51. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები:

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

ბ) მობილიზაციის განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განი­სა­ზღვრება წინამდებარე დებულებით.

მუხლი 52. პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფლებამოსი-ლებები:

1. პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამ­სა­ხურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუ­შაოთა შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას;

დ) მონაწილეობას ღებულობს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების განხილ­ვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლის საკითხს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელე­ბელ ღო­ნისძიებათა შესახებ;

ე) ქმნის პირველადი სამხედრო არიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზებს;

ვ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 53. მობილიზაციის განყოფილების უფლებამოსილებები:

1. მობილიზაციის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟან­ტ­­­თა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

გ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას; სამობი­ლი­ზა­ციო მოთხოვნა­თა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო – სამობი­ლი­ზაციო გაშლი­სათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

ე) ქმნის სამობილიზაციო რესურსების ერთიან ელექტრონულ ბაზას;

ვ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების­თანავე. 

ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი კირთაძე