დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 19/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.132.016145 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებით (სსმ V, №30, 27.09.2010, მუხ. 874) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე).“; |
ბ)
დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილება.“; |
გ)
დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
დ)
დებულების მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.“; |
ე)
დებულებას მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილების უფლებამოსი-ლებები: 1. შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილება: ა) აღრიცხავს და პერიოდულად აკეთებს ანგარიშს ადგილობრივი გადასახადების, ადგილობრივი მოსაკრებლების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ; ბ) აღრიცხავს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, რომლებიც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეაქვს კორექტირებები იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მონაცემებში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) ახორციელებს გასვლით სარეიდო ღონისძიებებს იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადასამოწმებლად და ახალგახსნილი ობიექტების დასარეგისტრირებლად; ე) ქმნის, ანახლებს და მომსახურებას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელების ერთიან საგადამხდელო ბაზას; ვ) ისახავს ამოცანებს ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების გაუმჯობესების მიზნით; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსაკრებლების დროულად და სრული ოდენობით ამოღებას; თ) ახორციელებს ადგილობრივ გადასახადებსა და ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ი) ახორციელებს შემოსავლების პროგნოზირებასა და ანალიზს; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები