„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.017146
470
17/12/2012
ვებგვერდი, 20/12/2012
010140010.10.003.017146
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2012 წლის 17 დეკემბერი

   ქ.თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20­ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამ­თავ­რობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგე­ნილე­ბაში (სსმ, 19/10/2010, მუხლი 1951) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1.     დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის თანათავმჯდომარე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.”.

2.     დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომად­გე­ნელს;

დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენელს;

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს;

მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის პროექტის (TIG) წარმომადგენელს;

საერთაშორისო მიგრაციის ცენტრის (CIM) წარმომადგენელს;

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს;

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს;

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს;

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს.“.

3.     დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში კო­მი­სიის წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინას­წარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვე­ბა კომისიის თანათავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნვე­ლ­ყოფს კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საქართვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების გან­ვი­თარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო) თანამშრომელი.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინტელექ­ტუა­ლურ  უზრუნველყოფას ახორციელებს სამდივნო.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენ­ლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინ­ფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) მიგრაციის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომ­ზა­დე­ბას;

გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი