დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.32.057.016108 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 165, 17.12.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება განისაზღვროს 48 (ორმოცდარვა) საშტატო ერთეულით.“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური.“. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამმართველოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და სამმართველოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ბ) სამმართველოს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა; გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება, სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; დ) სამმართველოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;“. |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნებისა და გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი.“. |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81 საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) პრესკონფერენციების, სემინარების, კონფერენციებისა და სამმართველოს მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებათა მოსამზადებლად ორგანიზაციული საქმიანობის წარმართვა; გ) სამმართველოს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება; დ) სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ვ) სამმართველოს საქმიანობის სამუშაო გეგმების პროექტების შემუშავება და მათი შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორსო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; თ) საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ი) სხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების ქართულ ენაზე და სამმართველოში დამუშავებული დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნის უზრუნველყოფა.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები