დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 19/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016124 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 22.12.2011. 190020020.35123.016095/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ მე-4 მუხლში რიცხვი „53837,8“ შეიცვალოს რიცხვით „53853,8“, აქვე, განყოფილებაში ,,გრანტები“ რიცხვი „42056,8“ შეიცვალოს რიცხვით „42072,8“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ მე-5 მუხლში რიცხვი „67817,0“ შეიცვალოს რიცხვით „67841,3“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 მუხლში რიცხვი „43201,5“ შეიცვალოს რიცხვით „43152,7“. 4. დადგენილებით დამტკიცებულ მე-7 მუხლში რიცხვი „23865,6“ შეიცვალოს რიცხვით „23898,9“. 5. დადგენილებით დამტკიცებული მე-9 მუხლში რიცხვი „749,9“ შეიცვალოს რიცხვით „789,7“. 6. დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის გამოყოფილია 42072,8 ათასი ლარი. მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი – 24021,9 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი – 215,0 ათასი ლარი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით – 5750,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №58 განკარგულებით – 2300,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №501 განკარგულებით – 99,9 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №539 განკარგულებით – 2500,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებით – 3000,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №972 განკარგულებით – 700,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მაისის №21/05/01 განკარგულებით – 450,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის №1329 განკარგულებით – 2000,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით – 600,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 ივლისის №09/07/12 განკარგულებით – 100,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით – 320,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1380 განკარგულებით – 16,0 ათასი ლარი. 7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 8. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 9. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 10. დადგენილებით დამტკიცებულ №3–1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ეკონომიკური საქმიანობის პროგრამები/ შეიცვალოს ტურიზმის განვითარების პროგრამა და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 11. დადგენილებით დამტკიცებულ №3–3 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საბინაო–კომუნალური მეურნეობის სფეროს პროგრამები/ შეიცვალოს ,,კორპუსის“, ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სამუშაოების, ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების, მერიის ადმინისტრაციული კორპუსის ერთი ფლიგელისა და მერიის ტერიტორიული ორგანოების მშენებლობა–რეკონსტრუქციის პროგრამები და დამტკიცდეს ისინი თანდართული რედაქციით. 12. დადგენილებით დამტკიცებული №3–4 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის განათლების ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 13. დადგენილებით დამტკიცებული № 3–5 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სპორტული ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 14. დადგენილებით დამტკიცებული №3–6 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის კულტურის ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 15. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 16. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 19 დეკემბრიდან. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი
(ათას ლარებში)
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
ათას ლარებში
|
|
დანართი №3
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები
ათას ლარებში
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები
ათას ლარებში
დანართი №3–1
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისში ტურიზმის განვითარების პროგრამა 2. განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 28000 (ოცდარვა ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზნები: საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისათვის ქუთაისის ტურისტული გზამკვლევისა და ბროშურის მომზადება; საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა–ბაზრობებში მონაწილეობის მიღება: თბილისი, ბათუმი, პოზნანი, თელ–ავივი, კიევი, ბერლინი, ხარკოვი, ლონდონი, ჰელსინკი; საინფორმაციო ცენტრის წლიური კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა; პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის სამივლინებო ხარჯების გამოყოფა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგები: ტურიზმის 2012 წლის განვითარების პროგრამის ძირითადი ამოცანაა ქუთაისისათვის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გატანა და პრომოუშენი, ქუთაისში ტურიზმის განვითარებით გაიზრდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. 8. შეფასების კრიტერიუმები: ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადების რიცხვი; ტურისტული პოტენციალით დაინტერესების ზრდის მაჩვენებელი; ტურისტულ ბაზარზე ქალაქის ცნობადობის დონის მაჩვენებელი. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური.
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: პროგრამა „კორპუსი“ 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ა. ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 2503755 (ორი მილიონ ხუთას სამი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარი. ბ. რეგიონული განვითარების ფონდი – 1459745 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ორმოცდახუთი) ლარი. გ. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან – 2000 000 (ორი მილიონი) ლარი (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის № 1329 განკარგულება) 4. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი: 5963500 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცდასამი ათას ხუთასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გააქტიურება საკუთარი და მერიის მონაწილეობით საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობის უზრუნველსაყოფად. ქალაქ ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითრება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამა „კორპუსის“ ეფექტურად განხორციელებისათვის მიზანშეწონილია საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აყვანილ იქნეს კოორდინატორის 128 ერთეული, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით, პროგრამის მოქმედების ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, ნიშნავს ქალაქის მერი. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 760000 (შვიდას სამოცი ათასი) ლარი. ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაციისათვის, თანადაფინანსებით 90%–10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 793 055 (შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადასახური მასალა ბიკროსტი მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის; 1750000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი – საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა (ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლებზე მაღალი სახლებისათვის თანადაფინანსებით 80%–20%–ზე, /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; ხუთსართულიანი და დაბალი საცხოვრებელი სახლებისათვის 90%–10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/); 213 100 (ორას ცამეტი ათას ასი) ლარი – საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა თანადაფინანსებით 90% – 10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 178665 (ას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარი – საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა თანადაფინანსებით 80%–20%–ზე /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 5000 (ხუთი ათასი) ლარი – საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აივნებისა და პანელოვან კორპუსებში, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია თანადაფინანსებით 80%–20%–ზე /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 5000 (ხუთი ათასი) ლარი – საჭიროების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის განმეორებით გადაცემისათვის, თანადაფინანსებით 50%–50%–ზე /50% მერია, 50% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 60000 (სამოცი ათასი) ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისათვის; 436900 (ოთხას ოცდათექვსმეტი ათას ცხრაასი) ლარი – ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. 407000 (ოთხას შვიდი ათასი) ლარი – ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერების“ გასაუქმებლად და გალვანიზირებული ფოლადის ფურცლისაგან დამზადებული მოძრავი სანაგვე კონტეინერების შესაძენად, 2000 (ორი ათასი) ლარი – საკანცელარიო ნივთების შესაძენად. 3000 (სამი ათასი) ლარი – საწვავის შესაძენად. 1029500 (ერთი მილიონ ოცდაცხრაათას ხუთასი) ლარი – 2011 წელს აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად: 1) წინა წლებში გამოყოფილი ტრანსფერებიდან 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – კორპუსის დაზიანებული ზედა ნაწილების (პარაპეტების) აღსადგენად; 2) 525689 (ხუთას ოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა) ლარი – მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლებისათვის გადასახური მასალის შესაძენად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასაცემად; 3) 196781 (ას ოთხმოცდათექვსმეტი ათას შვიდასოთხმოცდაერთი) ლარი ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაციისათვის; 4) 47450 (ორმოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი – მაღლივი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენისათვის; 5) 5980 (ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობისათვის; 6) 214150 (ორას თოთხმეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის; 7) 6100 (ექვსი ათას ასი) ლარი – საჭიროების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის განმეორებით გადაცემისათვის; 8) 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისათვის; 9) 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებზე კედლების დაზიანებული გადაბმების შელესვისათვის. 320280 (სამას ოცი ათას ორას ოთხმოცი) ლარი – ხელფასის მთლიანი ხარჯი; მთლიანი ჯამი: 5963500 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცდასამი ათას ხუთასი) ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართვა ქალაქისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარების საქმეში. საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. 9. შეფასების კრიტერიუმი: დაფინანსებული ამხანაგობების ზრდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნით განსახორციელებელი პროგრამების მიმართულების ზრდა; უკმაყოფილო მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა; 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური.
პროგრამის ღონისძიებათა ნუსხა
2011 წელს აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებებით გათვალისწინებული გადასახური სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გუმათის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „მუხნარის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი, რომელთა სახურავის შესაკეთებლად მოსამზადებელია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გუმათის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „მუხნარის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე რსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, მრავალბინიანი, მაღლივი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი, რომელთა დაზიანებული სახურავის ზედა ნაწილებისათვის მომზადდა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი, მაღლივი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, სადაც აღსადგენია სამგზავრო ლიფტები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გუმათის“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების შეკეთება
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
გასაუქმებელი ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერების“ ჩამონათვალი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეა“ ტერიტორიული ორგანო
ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა
„გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
1. ილია ჭავჭავაძის გამზირი № 55 2. ილია ჭავჭავაძის გამზირი № 59ა 3. ილია ჭავჭავაძის გამზირი № 62 4. ილია ჭავჭავაძის გამზირი № 64 5. ირაკლი აბაშიძის გამზირი № 19 6. ირაკლი აბაშიძის გამზირი № 17ა 7. ზვიად გამსახურდიას გამზირი № 9–11 8. ზვიად გამსახურდიას გამზირი № 21 9. ჯავახიშვილის ქუჩა № 49 10. ჯავახიშვილის ქუჩა № 51 11. ჯავახიშვილის ქუჩის 1–ლი შესახვევი № 19 12. ბუხაიძის ქუჩა № 13 13. ბუხაიძის ქუჩის მე–2 მიკრორაიონი № 19 14. მელიქიშვილის ქუჩა № 4 15. დავით აღმაშენებლის გამზირი № 142 16. შოთა რუსთაველის გამზირი № 116 „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო 1. მესხის ქუჩა № 9 2. ტოლსტოის ქუჩა № 6 3. დადიანის ქუჩა № 9 4. მუსხელიშვილის ქუჩა № 7 „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო 1. ბროსეს ქუჩა № 2, ფალიაშვილის ქუჩა № 35 და კოლუმბია–მისურის ქუჩა № 1 2. ქორქიას ქუჩა № 4 3. სოლომონ 1–ის ქუჩა № 4 4. თამარ მეფის ქუჩა № 81 5. ვარლამიშვილის ქუჩა № 4 6. ვარლამიშვილის ქუჩის მე–3 ჩიხი 7. საღარაძის ქუჩა „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო 1. თაბუკაშვილის ქუჩა № 22 2. თაბუკაშვილის ქუჩა № 117 3. ხუნდაძის ქუჩა № 55 „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო 1. ახალგაზრდობის გამზირი № 96 2. ლეონიძის ქუჩა № 4ა „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო 1. ნიკეას ქუჩა № 50 2. ნიკეას ქუჩა № 38 „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო მერაბ კოსტავას ქუჩის მე–3 ჩიხი
დანართი №3–3
1. პროგრამის დასახელება: საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 119 700 (ას ცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გარკვეული ღონისძიებების გატარება. სწორად შერჩეული საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და გზებისა და გზაჯვარედინის მოწესრიგება შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, მნიშვნელოვნად აამაღლებს სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების დონეს ქალაქის მასშტაბით. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: არსებული მარეგულირებელი საგზაო ნიშნების (შუქნიშნების) ექსპლუატაცია და ახალი შუქნიშნების მოწყობა (შეძენა–მონტაჟი). ქალაქში მოსაწყობი ახალი შუქნიშნების, ,,ციმციმა“ შუქნიშნებისა და საექსპლუატაციო ობიექტების ნუსხა პროგრამას თან ერთვის/ცხრილი №1, №2 და №3/ 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: არსებული შუქნიშნების ექსპლუატაციის ხარჯები (მათ შორის: მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება) – 84100 ლარი; ახალი შუქნიშნების (შეძენა–მონტაჟი), ციმციმა შუქნიშნების (შეძენა–მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობისა და მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოების და ვიდეოთვალის მონტაჟის ხარჯები – 35600 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა; ქალაქში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; გზებისა და გზაჯვარედინების მოწესრიგება. 9. შეფასების კრიტერიუმები: ქალაქის მოსახლეობის (მძღოლთა, მოსწავლეთა, მგზავრთა) კმაყოფილება. ქალაქში გადაადგილების უსაფრთხოების დონის ამაღლება. უბედური საგზაო შემთხვევების შემცირება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების ობიექტების ფუნქციონირების მაღალი ხარისხი წინა წლებთან შედარებით. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ცხრილი №1 ქალაქში საექსპლუატაციო შუქნიშნის ობიექტების ნუსხა
ცხრილი №2 მოსაწყობი შუქნიშნების ობიექტების ნუსხა
ცხრილი №3 მოსაწყობი ციმციმა შუქნიშნების ობიექტების ნუსხა
დანართი №3–3
1. პროგრამის დასახელება: ქალაქის გამწვანების მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 1 298 200 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ორასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: არსებული სკვერების მოვლა–პატრონობა, კეთილმოწყობა, მომსახურების ხარისხობრივი დონის ამაღლება, შემდგომში მოდერნიზაცია, განვითარება და ახალი სკვერების მოწყობა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა, ქალაქის დასუფთავებისა და მცენარეთა განაშენიანების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული კორდის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობის ხარჯები, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები – 267500 ლარი. სკვერების კაპიტალურად მოწყობის ხარჯები – 1 030 700 ლარი. მოსაწყობი სკვერების ჩამონათვალი თან ერთვის. 8. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამა ხელს შეუწყობს ქალაქის გამწვანებას და გარემოს გაჯანსაღებას, რაც საწინდარი იქნება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა. 9. შეფასების კრიტერიუმები: გამწვანებული ტერიტორიების ახალი ნარგავებით შევსების მაჩვენებლის ზრდა; მოწყობილი სკვერების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი; მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
მოსაწყობი სკვერების ჩამონათვალი
1. ასლანიკაშვილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობა; 2. ი.ჭავჭავაძის გამზირის N58–ის წინ არსებული სკვერის კეთილმოწყობა; 3. ი. ჭავჭავაძის გამზირზე ,,ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოს მიმდებარე 5. ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობა; 6. სხვადასხვა ბაღებისა და სკვერების კეთილმოწყობა, ძელსკამების შეძენა–მონტაჟი; 7. ნინოშვილის სკვერის კეთილმოწყობა; 8. ხარაზოვის სკვერის კეთილმოწყობა; 9. კოსტავას ქუჩის პირველ ჩიხში არსებული სკვერის კეთილმოწყობა.
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2013 წელი – 31 დეკემბერი 2013 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 88 000 (ოთხმოცდარვა ათასი ათასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ზამთრის სეზონის მზადებისათვის აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება, დიდი თოვლცვენისა და ყინვების დროს ქალაქის ქუჩებში არ უნდა შეწყდეს საზოგადო ტრანსპორტის მოძრაობა, ამისათვის კი საჭიროა გაიწმინდოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებთან მისასვლელი გზები, მოსახლეობის დაუცველ ფენას შესაძლებლობის ფარგლებში გაეწიოს დახმარება სათბობის შეძენაში და სხვა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული პირობების დროს ქუჩებში არ შეწყდეს საზოგადო ტრანსპორტის მოძრაობა, ზამთრის დღეების დადგომამდე შეძენილი უნდა იქნეს ტექნიკური მარილი 150–160 ტ. და 560–600მ3 ქვიშა, რომელსაც საჭიროების შემთხევაში მოაყრის ქუჩებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ამისათვის საჭიროა სამსახურის კუთვნილ ავტომობილზე დამონტაჟდეს სპეციალური მარილსაყრელი დანადგარი, ხოლო თოვლცვენის დაწყების დროს უნდა დაიწყოს სავალი ნაწილის ერთდროული წმენდა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 150–160 ტ. ტექნიკური მარილი – ღირებულებით 33000 ლარი, 560 –600მ3 ქვაღორღი –ღირებულებით 9000 ლარი, ავტომობილზე სპეციალური მარილსაყრელი დანადგარის დამონტაჟება – ღირებულებით 15000 ლარი, საწვავი 14 ტონა – ღირებულებით 31000 ლარი. საერთო ღირებულება შეადგენს 88000 ლარს. 8. მოსალოდნელი შედეგი: გაწმენდილი და ტრანსპორტის მოძრაობისათვის მოწესრიგებული სავალი ნაწილი უზრუნველყოფს საქალაქო და სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას. ასევე ტროტუარების გაწმენდა საუკეთესო პირობა იქნება ფეხით მოსიარულეთათვის. 9. შეფასების კრიტერიუმები: გაწმენდილი ქუჩების სავალი ნაწილებისა და ტროტუარების რაოდენობა; ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილება, გამოკითხული მოსახლეობის კმაყოფილება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ერთი ფლიგელისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების მშენებელობა–რეკონსტრუქციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 20 იანვარი 2012 წელი – დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 469400 (ოთხას სამოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: მომსახურე პერსონალისა და მოქალაქეების მომსახურების პირობების გაუმჯობესება 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ოთხი ახალი შენობის აშენება და მერიის ადმინისტრაციული კორპუსის ერთი ფლიგელის (არქიტექტურის შენობა) რეკონსტრუქცია 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ტერიტორიული ორგანოებისათვის ოთხი ახალი შენობის აშენება, კომუნიკაციების შეყვანა, შემდგომი მომსახურებით – 469400 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: მოქალაქეების მომსახურების დონის ამაღლება 9. შეფასების კრიტერიუმები: მოსახლეობაზე ორიენტირებული გარემო პირობების შექმნა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
დანართი № 3–4
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის განათლების ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებული თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა დაინტერესება და სტიმულირება; მოზარდთა შემეცნებით–ინტელექტუალური დონის ზრდა. 8. შეფასების კრიტერიუმები: აღსაზრდელთა, მოზარდთა და მასწავლებელთა დაინტერესების ზრდა, მათი შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება. მოსწავლეთა მშობლების, განათლების მუშაკთა კმაყოფილება. საზოგადოების და კვალიფიცირებული ექსპერტების მიერ დადებითად შეფასებული განხორციელებული პროექტები. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
დანართი №3–5 1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის სპორტის ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 526 000 ( ხუთას ოცდაექვსი ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: სპორტის ეროვნული პოლიტიკის შექმნა, სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: ქუთაისი ოდითგანვე იყო სპორტის სამჭედლო, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, უკვდავყოფს გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელებს; ასევე პატივს მივაგებთ ცნობილ ქუთაისელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალაქში სპორტის განვითარებას. 8. შეფასების კრიტერიუმები: ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა სპორტში, ჯანმრთელი წესის დამკვიდრება ქალაქში, სპორტის განვითარება და სპორტსმენების და მწრთვნელების კვალიფიკაციის ამაღლება ქალაქ ქუთაისში. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
დანართი №3–6 1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 629 000 (ექვსასოცდაცხრა ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზაციის კოორდინაცია. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერა. კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის; ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. 8. შეფასების კრიტერიუმები: მუსიკალური ფესტივალების, სპექტაკლებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა; საზოგადოების ინტერესის, ღონისძიებებზე დამსწრეთა, რეალიზებული ბილეთების, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
|
დანართი №4
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
დანართი №5
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება
(ათას ლარებში) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები