„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016708
1117
19/12/2012
ვებგვერდი, 19/12/2012
010340000.08.002.016708
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1117

   2012 წლის 19 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის:
ა) 306 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 306. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური ინსპექციის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ე) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) მინისტრის მრჩეველი;

თ) სამინისტროს მთავრი ბუღალტერი.“;

ბ) 307 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 307. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის თანაშემწე;

ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

დ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი;

ე) გენერალური ინსპექციის მრჩეველი;

ვ) მრჩეველი;

ზ) დაწესებულების მთავარი ექიმი;

თ) განყოფილების უფროსი ექიმი;

ი) მთავარი ექიმის მოადგილე;

კ) ლაბორატორიის უფროსი;

ლ) უფროსი ექიმი;

მ) გამომძიებელი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი