„თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.163.016097
36
18/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
040110030.35.163.016097
„თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2012 წლის 18 დეკემბერი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 


მუხლი 1
 

შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში და დადგენილების  დანართის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თელავის მუნიციპალიტეტი ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტალებისა და გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას განათავსებს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www telavi-gov.ge/

3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.

4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი ნივთის, განმეორებით  გამოცხადებული    ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ან პირობიანი აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით  ადრე.“.

მუხლი 2
 

დადგენილების  დანართის მე-10 მუხლის მეორე პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 2.  აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-5 და არა უმეტეს 30-ე  კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის  მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე.

მუხლი 3
 

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე