„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.163.016096
35
18/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
040110030.35.163.016096
„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის #20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2012 წლის 18 დეკემბერი

ქ.თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,


მუხლი 1
 

შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №20 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. გამყიდველი, „სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის  შესაბამისად, უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსებას თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.telavi-gov.ge/“.

მუხლი 2
 

დადგენილების  დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარების მეორე დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი, გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე