დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე–ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34.05.1215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 18/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.37.101.016138 |
|
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის №440 დადგენილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.02.710 დადგენილებაში (ვებგვერდი,310060000.37.101.016123, 31/07/2012) შეტანილ იქნეს ცვლილება და 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, ყოველი თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. მუხლი 22. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“. |
| მუხლი 2 |
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, არა უგვიანეს 2012 წლის 25 დეკემბრისა, წარადგინოს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, ხოლო ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გადაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები