დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „Universal Insurance Group“–ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის
განკარგულება №1168
2012 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ Universal Insurance Group“ -ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51 -ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 -ე მუხლის „ა“და „დ“ პუნქტების, „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №124/01 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „ Universal Insurance Group“ რეგისტრირებულ იქნ ეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი 01201 5.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანოს შპს „ Universal Insurance Group“-ის სარეგისტრაციო მონაცემები.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე -პრეზიდენტი ოთარ ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები