დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 19/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.123.016125 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების (სსმ, matsne@justice.gov.ge, 13.07.2010. 010260010.35.123.005983, №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ“. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; არქიტექტურის სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური; სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ეკონომიკური სამსახური; კეთილმოწყობის სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სამხედრო სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური; დასუფთავების სამსახური“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები