„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 19/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016127
175
19/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
010250050.35.123.016127
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 
თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 175

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ.ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის №169 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 04.12.2012. 010250050.35.123.016121/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის /ზოგადი დებულებები/ პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები: 1. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური /შემდგომში – სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისშ, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანას. ზემოხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას“.

    2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი /სამსახურის სტრუქტურა/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა: სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისაგან“.

    3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/ მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები: 10. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 533, 55-ე, 552, 151-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე“.

    4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე