დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016384 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/12/2012 - 18/03/2015)
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 7 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თ. წულუკიანი |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულება |
| მუხლი 1 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით. |
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით. |
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, აგრეთვე ფოტო- და ვიდეო-კადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება; ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება; ვ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მის შესრულებაზე კონტროლი. |
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა |
| მუხლი 5 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია მარკეტინგის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას. |
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები |
| მუხლი 6 |
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 7 |
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. |
| მუხლი 8 |
დეპარტამენტის უფროსი:
ა) აშუქებს მინისტრის საქმიანობას, გეგმავს პიარკამპანიას მინისტრის მიერ ინიციირებული პროექტებისთვის და ზრუნავს მინისტრის იმიჯზე. ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკაზე (რომელსაც განსაზღვრავს მინისტრი); საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ზრუნავს სამინისტროს ახალი იმიჯის შექმნაზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის საქმიანობისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ნ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. |
| მუხლი 9 |
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; დეპარტამენტის უფროსის უშუალო მეთვალყურეობით უზრუნველყოფს მინისტრის მოადგილეების საქმიანობის გაშუქებას; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. |
3.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. |
4.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. |
| მუხლი 10 |
1.
დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. |
2.
სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
3.
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
4.
სამმართველოს უფროსი სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. |
| მუხლი 11 |
1.
დეპარტამენტში შემავალი მრჩევლები უზრუნველყოფენ დეპარტამენტისათვის დაკისრებული უფლებამოსილებების რეალიზებას სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის. |
2.
დეპარტამენტში შემავალ სამმართველოში დასაქმებული მრჩევლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილებების გათვალისწინებით. |
| მუხლი 12 |
დეპარტამენტის მრჩევლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
| მუხლი 13 |
დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები