დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016106 |
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. |
| მუხლი 3 |
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:
ა) გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. |
| მუხლი 4 |
სპეციალური მოთხოვნები :
ა) კომუნიკაციის უნარი; ბ) ანალიტიკური აზროვნება; გ) მართვის უნარი. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
|
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 4. საქართველოს კანონი ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 5. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“. 6. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 8. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; 9. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); 10. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; 11. საქმის წარმოების ერთიანი წესები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები