წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016105
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
17/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
010250050.35.104.016105
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2012 - 27/02/2013)

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2012 წლის 17 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის  დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
1. მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის უნარი.
3. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები  პროფესიული  უნარების სფეროში:
ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);
ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი  მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილების, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი).
4. სპეციალური მოთხოვნები :
ა) კომუნიკაციის უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) მართვის უნარი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია



დანართი 1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ";
3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ";
4. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.