„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016398
190
24/12/2012
ვებგვერდი, 24/12/2012
110030000.22.027.016398
„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №190

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №157 ბრძანებით (სსმ III, 31.07.2009, №95, მუხ. 1027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;  დანაშაულის გამოძიების მეთოლოგიის შემუშავება და დახვეწა, მათი სისტემატიზაცია და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება; მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოსთვის (შემდგომში - ანალიტიკური სამმართველოსთვის) საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაცია; მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით ანალიტიკური სამმართველოსათვის შესასწავლი საკითხების ინიციირება.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

გ) საპროკურორო საქმიანობაზე მეთოდური ზედამხედველობის სამმართველო.

2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.

3. საპროკურორო საქმიანობაზე მეთოდური ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და დახვეწას, მათ სისტემატიზაციას და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებას;

ბ) ანალიტიკური სამმართველოსთვის საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაციას;

გ) მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით, ანალიტიკური სამმართველოსთვის შესასწავლი საკითხების ინიციირებას;

დ) მოქალაქეთა და დაზარალებულთა საჩივარ-განცხადებების შესწავლასა და ანალიზს.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ;“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ბ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) სამმართველოს მრჩევლები - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები.“

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი