საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
184
20/12/2012
ვებგვერდი, 20/12/2012
010320020.22.027.016392
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/12/2012 - 05/09/2013)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №184

2012 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს  თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულება

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში –  მთავარი პროკურატურა) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო (შემდგომში –  სამმართველო) წარმოადგენს მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

3. სამმართველო ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.


მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთველექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება საქართველოს პროკურატურის მუშაკებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ           ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით:

ა) მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და სხვა ღონისძიებები) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

გ)ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედია საშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

დ) მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.


მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს სამმართველოს მუშაობაზე და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამმართველოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 4. სამმართველოს მუშაკები
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სამმართველოს მრჩევლები.

2. სამმართველოს მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.