სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.08.002.016707
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1112
17/12/2012
ვებგვერდი, 17/12/2012
010240020.08.002.016707
სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/12/2012 - 20/12/2012)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1112

2012 წლის 17დეკემბერი

ქ.თბილისი

 

სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევის მიზნით ჩატარდეს კონკურსი.
2. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნინო კალანდაძე

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე

ვან ბაიბურთი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

მუბარის კარაევი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

ვერა ქობალია

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

ნატალია ყანჩელი

-

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.

 

3. საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა  და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა.
4. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი