„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 254/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016520
254/ნ
24/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
040030000.22.022.016520
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №254/ნ

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
 
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 07/11/2012, სარეგისტრაციო კოდი 004030000.22.022.016501) დამტკიცებული წესდების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (დავით აფრასიძე, დაბადებული 1976 წლის 15 ივნისს, პირადი №01026006248, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების აქტი: წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 18 ოქტომბრის ოქმი №9) უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი