დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016401 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი: „ნ2) განახორციელოს მონიტორინგი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 2 თვემდე ვადით;“. 2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ქვეპუნქტი: „თ) მონიტორინგის განახორციელებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები