„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017142
466
13/12/2012
ვებგვერდი, 14/12/2012
010220020.10.003.017142
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №466

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დი­უ­ლი პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Ge­orgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შე­სახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დად­გე­ნ­ი­ლებაში (www.matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტა­ნ­ილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1.  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწ­ლეუ­ლ­ის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) სამეთვალყურეო სა­ბ­ჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შე­მ­ად­­გენლობით: 

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭ­ოს თავმჯდომარე

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მო­­ადგილე

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

    2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

         კერძო სექტორის წარმომადგენელს;

         სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენელს.“.

     2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

     ა) მე-3 პუნქტის:

     ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;“;

     ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავ­მჯდომარის მოადგილე;“;

     ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „5. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბ­ჭოს თავმჯდომარე (შემდგომში–თავმჯდომარე), რომელსაც წარმოა­დ­გენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

    3. მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  51 პუნქტი:

  „51. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მი­ნ­ის­ტრი – საბჭოს თავმჯდომარე ან საქართველოს განათლებისა და მეც­ნ­ი­­ე­რ­ების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საქართვე­ლ­ოს პრე­მიერ-მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი. საბ­ჭ­ოს სხდო­მას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდო­მას ესწრება არანაკლებ წევრთა ნახევარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი