დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300190000.22.024.016252 |
№ 1-1/14
25/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
300190000.22.024.016252
“უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები
საკომპრესორო სადგურებისათვის “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური
ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37
ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
„ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ”რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:” |
2.
წესების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მაგისტრალური გაზსადენი - გაზსადენი გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე, ზღვრული ტექნიკური პარამეტრები დგინდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული ტექნიკური რეგლამენტით”. |
3.
წესების 26-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”6. ჭურჭლის ტექნიკურ შემოწმებას ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით ატარებს ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი”. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები