დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.32.061.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/12/2012 - 21/03/2014)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №14
2012 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი, დადგენილი რანგების მიხედვით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №14 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კვარაცხელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურის
თანამდებობათა რეესტრი
თავი I. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები
მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) აპარატის უფროსი;
ბ) აპარატის უფროსის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
გ) სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი);
დ) სამსახურის უფროსი;
ე) განყოფილების უფროსი.
მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;
გ) ბუღალტერი.
თავი II. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
საჯარო თანამდებობები
მუხლი 4. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) მთავრობის აპარატის უფროსი;
ბ) მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე;
გ) მთავრობის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში;
დ) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსი;
ე) მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი.
მუხლი 5. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) მთავრობის აპარატის სამსახურის უფროსი;
გ) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
დ) მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე.
მუხლი 6. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) მთავრობის აპარატის უფროსის თანაშემწე.
თავი III. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების – სამინისტროების, დეპარტამენტებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატების საჯარო თანამდებობები
მუხლი 7. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) მინისტრი (დეპარტამენტის თავმჯდომარე);
ბ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) პირველი მოადგილე;
გ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მოადგილე.
მუხლი 8. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) აპარატის უფროსი;
ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;
გ) სამინისტროს (დეპარტამენტის) სამმართველოს (სამსახურის) უფროსი;
დ) მთავარი ბუღალტერი;
ე) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მთავარი მრჩეველი;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
მუხლი 9. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი;
ბ) სამინისტროს (დეპარტამენტის) განყოფილების უფროსი.
გ) სამინისტროს დეპარტამენტის (აპარატის) სამმართველოს უფროსი;
დ) სამინისტროს სამმართველოს (სამსახურის) უფროსის მოადგილე;
ე) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) სამინისტროს (დეპარტამენტის) სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
თ) სამინისტროს (დეპარტამენტის) აპარატის განყოფილების უფროსი;
ი) სამინისტროს(დეპარტამენტის) განყოფილების უფროსის მოადგილე;
კ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) თანაშემწე;
ლ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მრჩეველი;
მ) ბუღალტერი.
მუხლი10. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი.
თავი IV. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების საჯარო თანამდებობები
მუხლი 11. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;
ბ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.
მუხლი 12. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე;
ბ) წარმომადგენლობის აპარატის უფროსი;
ბ) წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი;
გ) წარმომადგენლობის მთავარი ბუღალტერი.
მუხლი 13. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანაშემწე;
გ) წარმომადგენლობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
დ) წარმომადგენლობის სამსახურის (აპარატის) განყოფილების უფროსი;
ე) წარმომადგენლობის ბუღალტერი;
ვ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი.
მუხლი 14. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი;
ბ) წარმომადგენლობის წამყვანი სპეციალისტი;
გ) წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი;
დ) წარმომადგენლობის სპეციალისტი.
თავი V. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამთავრობო დაწესებულებების საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო თანამდებობები
მუხლი 15. მთავარი საჯარო თანამდებობა
მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი.
მუხლი 16. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამთავრობო დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი;
ბ) მთავრობის (სამთავრობო დაწესებულების) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს (სამსახურის) უფროსი;
დ) მთავარი ბუღალტერი;
მუხლი 17. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) განყოფილების უფროსი.
ბ) მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს (სამსახურის) უფროსის მოადგილე;
გ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
დ) სამმართველოს განყოფილების უფროსი.
მუხლი 18. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები