„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 248/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016515
248/ნ
17/12/2012
ვებგვერდი, 18/12/2012
430030000.22.022.016515
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №248/ნ

2012 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში“ (დანართი №1)  შეტანილ იქნეს ცვლილება:

 1. მე-18 მუხლის

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების არჩევანის შესაბამისად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:

ა) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის სახით;

ბ) დარგის/სპეციალობის მიხედვით;

გ) მიმართულების მიხედვით;

დ) მიმართულებათაშორისი საგანმანათლებლო პროგრამის სახით;

ე) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის სახით;

ვ) ამ პუნქტის „ა “ - „ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების კომბინაციის სახით.“

     ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

     2. 181 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის - 3000 ლარს.“

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი