„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 249/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016516
249/ნ
17/12/2012
ვებგვერდი, 18/12/2012
040030000.22.022.016516
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №249/ნ

2012 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229, სარეგისტრაციო კოდი − 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) განათლების სფეროში, მათ შორის, შეფასებისა და გამოცდების ორგანიზების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:

,,თ) განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარება და კვლევა;

ი) სასწავლო პროცესის შეფასება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

კ) ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.“;

გ)  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო ცენტრებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების სფეროში მიმდინარე პროექტების კოორდინაციას. აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას;“

დ) მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი