„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017136
460
11/12/2012
ვებგვერდი, 12/12/2012
290160000.10.003.017136
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №460

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფა­რ­გლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარე­ბელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზ­ღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:  

1. „ბ.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სა­ხის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოს­კო­პიუ­რი და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტ­­გე­ნო­გრაფია, მამოგრაფია);“.

2. „გ.ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონა­რი), ასე­ვე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წი­ნა­­­­საოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტ­­­ოპე­რაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუ­­­მენ­ტული გამოკვლევები: სადაზღვევო წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი