„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 978
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016147
978
13/12/2012
ვებგვერდი, 13/12/2012
140030000.22.034.016147
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №978

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (140.030.000.22.034.008.614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში–დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ იძულების ღონისძიებებს, ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. დეპარტამენტს აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.

2. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საფინანსო–სამეურნეო უზრუნველყოფას.“

3. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის დ1–დ4 ქვეპუნქტები.
4. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის ნ3–ნ5 ქვეპუნქტები.
5. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი.
6. მე-14 მუხლის:

ა) ტექსტიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „და სამინისტროს საექსპერტო– კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს“;

ბ) „მ“ და „ნ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს  საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში წარდგენას;

ნ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს; დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;“

7. ამოღებულ იქნეს  V1 თავი.
8. ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი