დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016112 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-2, მე-4, მე-11, მე-14, და მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 16483.7 ათ. ლარით (დანართი №2)“. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12920.2 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ნაწილის მუხლი განისაზღვროს 731.9 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2164.6 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 8814.2 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 7 |
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 9 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. |
|
დანართი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში |
|
დანართი 2 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
ათას ლარებში |
|
დანართი 3 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
ათას ლარებში |
|
დანართი 4 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით |
ათას ლარებში |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები