„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1907
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016247
1-1/1907
12/12/2012
ვებგვერდი, 13/12/2012
040030000.22.024.016247
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1907

2012 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების“ შესახებ საქართველოს კანონის 5მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:

 1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებულ მცურავ ობიექტთან დაკავშირებული

საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა;“

 2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა, ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის, მზადყოფნის და თანამშრომლობის და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობა;

ფ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის  პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე  ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ღონისძიებების გეგმის დამტკიცება;“

3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სააგენტოს ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირებას უწევს სააგენტოს ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების თაობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას.”

 5. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში;

ბ) ადგენს ამ პროცესების თანამიმდევრობასა და ურთიერთქმედებას;

გ) ადგენს კრიტერიუმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების როგორც ფუნქციონირების, ასევე მათი მართვის შედეგიანობის უზრუნველსაყოფად;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის;

ე) განახორციელებს ხარისხის მართვის სისტემის შესრულებაზე მონიტორინგს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე მინიმუმ წელიწადში ერთხელ;

ვ) ადგენს მუდმივი გაუმჯობესების გეგმას;

ზ) ატარებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს დააწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას;

თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა

უფლება-მოვალეობებს.“

 6. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო

 ინციდენტების 

გამოკვლევის ხელშეწყობას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებულ

მცურავ ობიექტთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას;“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი