„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15-52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 15/12/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.36.101.016139
15-52
15/12/2012
ვებგვერდი, 18/12/2012
200130000.36.101.016139
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულო

გადაწყვეტილება №15-52

2012 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში (სსმ, 10.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისათვის, ასევე ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია )) და საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას, მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;".

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი