დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15-51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 15/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016138 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/12/2012 - 28/12/2012)
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში (შემდგომში – წესი) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი” (შემდგომში – წესი) აწესრიგებს: ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს”; ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისას: ო.ა) თუ სამუშაოს ღირებულება 100 000 ლარამდეა – 30%; ო.ბ) თუ სამუშაოს ღირებულება 100 000 ლარიდან – 500 000 ლარამდეა – 20%; ო.გ) თუ სამუშაოს ღირებულება 500 000 ლარზე მეტია – 10%; ო.დ) ე.წ. „თბილისურ ეზოში" სამუშაოს ღირებულების მიუხედავად – 25%; ბ.ბ) ,,კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) სადარბაზოს შიდა რემონტის შემთხვევაში – 20%“; გ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 25%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 25%. 2. სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.". |
| მუხლი 2 |
|
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები