2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 11/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016017
7
11/12/2012
ვებგვერდი, 12/12/2012
220010070.11.004.016017
2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №7

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო   ა დ გ ე ნ ს: 

მუხლი 1
2012 წლის 17 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერების ცვლილებების გათვალისწინებით.  
მუხლი 2
2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად. 
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 დეკემბრიდან. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე