დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 191 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016399 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდება – „Public Service Development Agency“.“. 2. მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;“. 3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახური;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახური;“. 4. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების პროექტების მომზადება;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახური 1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ფლობა, მაქსიმალურად საინტერესო, განსხვავებული და ინოვაციური იდეების ფორმირება. 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და განვითარება; ბ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა; გ) სააგენტოს საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და განვითარება; დ) სააგენტოს საქმიანობაში გამოვლენილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების გენერირება; ე) იდეების დამუშავება და მათი შემდგომი განვითარება. 3. სამსახურის ფუნქციებია: ა) საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგების თავმოყრა და ანალიზი; გ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი; დ) კვლევის შედეგების ხელმძღვანელობისა და უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/ერთეულებისთვის წარდგენა; ე) სააგენტოს საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება; ვ) გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება; ზ) თანამშრომლების ინფორმირება იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაზე; თ) იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება; კ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება, ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება; ლ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა; მ) პრობლემებისა და შესაძლებლობების თაობაზე უკუკავშირის სამსახურის, მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშების პერიოდული გაცნობა; ნ) დადგენილი პერიოდულობით სამსახურის საქმიანობის ანგარიშების მომზადება.“. 6. ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლი. 7. 38-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახური“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები