„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016135
51
06/12/2012
ვებგვერდი, 11/12/2012
010260020.35.153.016135
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №51

2012 წლის 6 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

შეტანილ იქნეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის   21 იანვრის #3 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალტეტის გამგეობის დებულებაში, კერძოდ:

1. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. მე-14 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. იურიდიული სამსახური სამართლებრივად უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.“.

3.  მე-13 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) იურიდიული სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი