დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ,,ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016102 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ,,ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ,,ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №65 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ,,ბათუმის“ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №132 (22.394), 15.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ანსამბლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები