საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 11/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.475
  • Word
1021
27/02/2009
სსმ, 3, 11/03/2009
200.000.000.05.001.003.475
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ან/და ელექტროენერგიის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი.“.

3. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს:

ა) ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო თანხის მოცულობის ფარგლებში;

ბ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია.“.

4. 237-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 247-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა განთავისუფლებულ ოპერაციებში ან იმ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას ჩასათვლელი დღგ-ის თანხის იმ ნაწილზე და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ისინი ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, დღგ-ის გასაუქმებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის პროპორციულად.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში წლიური დასაბეგრი და გათავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით.“.

6. 265-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ კოდექსის 258-ე მუხლის ცხრილის მე-19 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოები უბრუნებენ აქციზის გადახდილ თანხას;“.

7. 276-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ თავის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (სარგებელი) საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მათ შორის:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი (სარგებელი), რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი.

შენიშვნა: ამასთანავე, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება:

ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად მისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.“.

8. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე ნაწილი:

„41. 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით), აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ამ ნაწილის მიზნებისათვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა განიხილება, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების შემადგენელი ნაწილი. 2009 წლის 1 იანვრიდან ამ ნაწილის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდში ზემოაღნიშნულ მიწოდებაზე და გაწეულ მომსახურებაზე დღგ-ის გადაუხდელობისათვის პირს საურავი არ დაეკისრება. ამასთანავე, პირს უფლება აქვს მოახდინოს დასაბეგრი ოპერაციების თანხის კორექტირება ამ კოდექსით განსაზღვრული წესით და კორექტირების შედეგად წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვალოს ან მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 თებერვალი.

№1021–Iს