დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.102.016058 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2011; 190.020.020.35.102.016.044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 64 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 64 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 173 მუხლი :
,,მუხლი. 173 : ოჯახების დახმარება გაზიფიცირებაში 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ გაზის შემომყვანი ორგანიზაციიდან ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 1000 ლარს. 3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა გაზის შემომყვანი ორგანიზაციიდან; ე) გაზის შემომყვანი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, გაზის შემომყვანი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები