„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 06/12/2012
დოკუმენტის ტიპი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016014
14
06/12/2012
ვებგვერდი, 07/12/2012
010240060.57.069.016014
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №14

2012 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული  „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში” (სსმ, 156, 30/11/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით და შერჩეული წევრების სია წარედგინება საბჭოს აპარატს. საბჭოს აპარატი აღნიშნულ კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს. საბჭოს არჩევნები ტარდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ოცდაათი დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდა არჩევნების ჩატარება ან საბჭოს წევრის არჩევა, საბჭოს შესაბამის წევრს უფლებამოსილება უგრძელდება საბჭოს ახლადარჩეული წევრის დამტკიცებამდე, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.”;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. ცვლილებების შეტანის წესი

წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან/და მისი ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი