ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

  • Word
ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/11/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1140
27/11/2012
ვებგვერდი, 06/12/2012
ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურას“ აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1140

2012 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

ლიკვიდირებული კომერციული ბანკი „ჭიათურს“ აღმოჩენილი აქტივის  განკარგვის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1 აღმოჩენილი აქტივი – ქ. ჭიათურაში, ჭიღლაძის ქ. 17 -ში მდებარე კაფე -ბარის შენობა, ჩაითვალოს ლიკვიდირებული კომერციული ბანკი ,,ჭიათურს“ ქონებად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. ლიკვიდირებული კომერციულ ბანკ „ჭიათურას“ მეანაბრეების მიმართ არსებული ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განხორციელოს აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია აუქციონის წესით.

3 ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების რეალიზაციის უფლება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ენიჭება როინ ცაციაშვილს (პირადი N 01036002403).

4. აღნიშნული აქტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და წარედგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი აღნიშვნისათვის.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე -პრეზიდენტი                     ოთარ ნადარაია