განჩინება შპს ”ნიუ ენერჯი”-ს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის შესახებ

  • Word
განჩინება შპს ”ნიუ ენერჯი”-ს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/14897-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/12/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/14897-12
03/12/2012
ვებგვერდი, 07/12/2012
განჩინება შპს ”ნიუ ენერჯი”-ს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/14897-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში   მიღების თაობაზე

2012 წლის 3 დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს ნიუ ენერჯი” (ს/კ 205026559)

წარმომადგენელი: ბესიკ ჯიქურაული (დირექტორი);

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 13 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ნიუ ენერჯის” დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა და რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს ნიუ ენერჯის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა ვადა. ჯერ კიდევ ამ განჩინების გადაცემამდე 2012 წლის 20 ნოემბერს და განჩინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი ვადის დაცვით 2012 წლის 30 ნოემბერს ხარვეზის გამოწორების მიზნით მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.

სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებს, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ნიუ ენერჯის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და , შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება სასამართო წარმოებაში მიღებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

:

1. შპს ნიუ ენერჯის” (ს/კ 205026559) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს ნიუ ენერჯის” მეურვედ დაინიშოს სსიპ –  აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს ნიუ ენერჯის” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ნიუ ენერჯის” მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვ ას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის , საგადასახადოს) დარიცხვა/გადახდა.

6 . ნემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს ნიუ ენერჯის” დირექტორს ბესიკ ჯიქურაულს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 2 0 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 2 0 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ნიუ ენერჯის” მიმართ, მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 2 0 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ნიუ ენერჯის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ –  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 16 იანვარს, 10 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23 ). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

11 . განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არა უგვიანეს 2012 წლის 7 დეკემბრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ –  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით , განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                      ბესიკ სისვაძე