„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 11/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.474
  • Word
1020
27/02/2009
სსმ, 3, 11/03/2009
220.010.000.04.001.003.474
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995წ., №№27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლდა პრეზიდენტის თანამდებობიდან (ან თუ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა) და, ამ ორგანული კანონის თანახმად, საბჭოს არც ერთი სხვა წევრი არ შეიძლება დაინიშნოს ან ვერ დაინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტად (თუ ეროვნული ბანკის საბჭო ვერ ირჩევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას, ან თუ საქართველოს პრეზიდენტი არ ამტკიცებს არც ერთ წარდგენილ კანდიდატურას), მაშინ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი ირჩევს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრს.“.

2. 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2008 წლის 15 აპრილამდე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული, საფინანსო სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები ძალაშია 2010 წლის 1 იანვრამდე, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ ამავე ვადაში უზრუნველყოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გამოცემა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გააუქმოს თავის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, თუ ამ აქტით რეგულირებული ურთიერთობები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციის სფეროშია და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მიიღო შესაბამისი მარეგულირებელი აქტი. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული აქტის ნაწილი მისი კომპეტენციის სფეროა, ხოლო მეორე ნაწილი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციის სფერო, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი აღნიშნული აქტის შესაბამისობა ამ კანონთან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 თებერვალი.

№1020_Iს