საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1084
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016698
1084
05/12/2012
ვებგვერდი, 05/12/2012
480140000.08.002.016698
საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1084

2012 წლის 5 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 23 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტისათვის SIDA-EBRD-ის მუნიციპალური გარემოსა და კლიმატის პროგრამის ფონდისა და BP-EBRD-ის რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფონდის საინვესტიციო გრანტებთან დაკავშირებით)“ ცვლილება №1.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი