„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26574
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/11/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 30/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016200
  • Word
26574
30/11/2012
ვებგვერდი, 05/12/2012
000000000.00.00.016200
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

 ბრძანება №26574

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10).

  1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

   „5. დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ  დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“.

2.  მე-7 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო.“ ;

ბ) მე-2 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3.  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;“.

  6. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-15 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო

  ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

 ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

  გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით/ საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით , გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

 დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვის განყოფილებაში წარსადგენად;

) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;

) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

) მიკრო ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

) ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 3 დეკემბრიდან.

 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახა ცერცვაძე