დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016111 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" (სსმ,19.12.2011; 190020020.35.161.016070) მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 16168.1 ათ. ლარით (დანართი №2)“. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12876.6 ათ. ლარით (დანართი №3)“ |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების მუხლი განისაზღვროს 1725,5 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შტატგარეშე (ხელშეკრულებით) მომუშავეთა ანაზღაურების მუხლი განისაზღვროს 311,0 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 1172,2 ათ. ლარით (დანართი №3)“ |
| მუხლი 7 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი განისაზღვროს 63,5 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 8 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ნაწილის მუხლი განისაზღვროს 729,3 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 9 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტი საშინაო ვალდებულებების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 103,9 ათ. ლარით (დანართი №3)“ |
| მუხლი 10 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2123,6 ათ. ლარით (დანართი №3)". |
| მუხლი 11 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი განისაზღვროს 1005,0 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 12 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 2160.4 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 13 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18 2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 8542.2 ათ. ლარით (დანართი №3)“. |
| მუხლი 14 |
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 15 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 16 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. |
|
დანართი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში |
|
დანართი 2 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
ათას ლარებში |
|
დანართი 3 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
ათას ლარებში |
|
დანართი 4 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით |
ათას ლარებში |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები